გაამართლა თუ არა თქვენი მოლოდინი ალავერდის ტაძრის ნახვამ?

Monday, June 7, 2010

სასწავლო პროექტის გეგმა

1 პროექტის სახელი:
ალავერდი
2 პროექტის მოკლე აღწერა ერთი–ორი წინადადებით:
მოსწავლეები გაეცნობიან: ალავერდის ტაძარს,როგორც ისტორიული ძეგლს; აგების ისტორიას; მის
არ ქიტექტურას; იოსებ ალავერდელის მოღვაწეობას.
3 პროექტის სრული აღწერა:
მოსწავლეები მოიპოვებენ მასალას ამ ტაძარზე და იმუშავებენ ჯგუფებში. კლასი დაიყოფა ხუთ ჯგუფად.
I ჯგუფი მოიპოვებს მასალას ტაძრის არქიტექტურაზე;
II ჯგუფი– ტაძრის აგების ისტორიაზე;
III ჯგუფი– ტაძრის ისტორიაზე;
IV ჯგუფი– იოსებ ალავერდელი შესახებ ინფორმაციას;
V ჯგუფი– გურამ რჩეულიშვილის მოთხრობის "ალავერდობის"შესახებ ისაებრებს.
მოსწავლეებს შვაფასებ წინასწარ შემუშავებული რუბრიკის მეშვეობით. შევაფასებ პრეზენტატორებს.
გამოვიყენებ ინდივიდუალური შეფასებას.
4 მონაწილეთა ასაკი:
13–14 წელი.
5 ვადები/ხანგძლივობა:
ორი კვირა.
6 პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
მოსწავლეები შეისწავლიან გურამ რჩეულიშვილის მოთხრობა "ალავერდობას". გამოკვეთენ მწერლის
პოზიციას გადაგვარებული ზეიმისადმი, ღრეობისადმი. ყურადღებას გაამახვილებენ ტაძრის აღწერაზე.
მივუთითებ ლიტერატურას მასალის მოსაძიებლად. ისარგებლებენ ინტერნეტით. მოვაწყობთ ექსკურსიას
ალავერდში.
7 მოსალოდნელი შედეგი/პროექტი,რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები ზედმიწევნით გაეცნობიან ტაძრის შესახებ ინფორმაციას; გაიცნობენ ამ ტაძარს სიღრმისეულად; გავაკეთებთ კედლის გაზეთს; მოპოვებულ ინფორმაციას განვათავსებთ ბლოგზე.
8 სარგებელი სხვებისთვის:
ჩვენ მიერ მოპოვებულ ინფორმაციას გაეცნობიან სხვები და საჭიროებისამებრ გამოიყენებენ (კედლის გაზეთიდან და ბლოგიდან). პრეზენტაციაზე მოვიწვევთ პარალელურიკლასის მოსწავლეებს.
9 სამუშაო ენა:
ქართული
10 მონაწილეები სხვა სკოლიდან:
არ ვიყენებთ.
11 საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმებთან კავშირი:
გეოგრაფია – ტაძრის მდებარება.
ისტორია – ტაძრის აგების ისტორიია.
ხელოვნება – არქიტექტურის უნიკალური ძეგლი, ხელოვნების ნიმუში.
12 პროექტის ავტორი:
ფართლაძე დოდო
13 ავტორის ელ. ფოსტა:
dodopartladze@gmail.com
14 პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:
dodopartladze,blogspost.com